რეზონანსი
30.09.2023

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის გაერთიანების პროცესში ნიკა გვარამიას როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

„უმნიშვნელოვანესი იქნება ნიკა გვარამიას როლი, რადგან მას აქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ის პროცესში ძალიან დიდ მონაწილეობას მიიღებს", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შესაძლოა, ნიკა გვარამიამ პოლიტიკაში ოფიციალურად გადაინაცვლოს. „მგონია, რომ საკუთარი თავი ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან. ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დარჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც პარტიის ყოფილი თავმჯოდმარე თანამოაზრეებს შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მისი და თანაგუნდელების მომავალი პოლიტიკური საქმიანობა იქნება და არ არის გამორიცხული, ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×