რეზონანსი
24.09.2023

უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს" უწოდებს, - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის დასტურია, რომ ზურაბიშვილმა გარე კურატორებისგან მითითება მიიღო.

„უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას „რუსულს" უწოდებს.

მისი ეს განცხადება უნიჭო თავის მართლებაა, 19 სექტემბერს არ ახსოვდა ეს კანონი, როდესაც დაუყოვნებლივ ითხოვდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, და ხელმოწერას ჩქარობდა?! თუმცა, „პაზლი" მარტივად იხსნება. გარე კურატორებისგან მითითება მიიღო...", - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×