რეზონანსი
24.09.2023

ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში უსამართლობას არასოდეს არ ვეგუებოდი და ამ უსამართლობასაც არ შევეგუები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა.

დოლიძის თქმით, საზოგადოებამ არცერთ მსგავს სისაძაგლეზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

„ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს არ ვეგუებოდი უსამართლობას და ამ უსამართლობასაც არ შევეგუები. ის, რომ დღეს ჩვეულებრივად სადამსჯელო ჯგუფები დათარეშობენ თბილისში, ეს არის შემდგარი ფაქტი. ის, რომ ამ ყველაფერზე პოლიცია ვერ რეაგირებს ან უარეს შემთხვევაში არ რეაგირებს, ესეც შემდგარი ფაქტია, თურმე ასე შეიძლება, რომ 60 ადამიანი, ბავშვების და საკუთარი ოჯახის თვალწინ ასე დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და ამ დროს პოლიცია ვერაფერს ვერ ხედავდეს, და შენ კითხვა, თუ გიჩნდება ამ ყველაფრის წინაშე შენ ხარ დამნაშავე. ამიტომ ურთულესი მდგომარეობა გვაქვს და ურთულესი წელი გველოდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არცერთ მსგავს სისაძაგლეზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ერთ წელიწადში ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები, ან გადავარჩენთ ამ ქვეყანას ან ერთი და იგივე წრეზე ვივლით. ასე, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროვოკაციებზე ჩვენ ყველას გვქონდეს მყისიერი რეაგირება. მე მინდა, რომ მყავდეს ღირსეული პოლიცია, რომელიც დგას თავის სიმაღლეზე და ასრულებს თავის მოვალეობას", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×