რეზონანსი
24.09.2023

70 წლამდე ქალი, რომელსაც რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავიდან აცნობეს, სადაც დაშავებული ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ქალი მაინც გარდაიცვალა.

რამდენიმე საათის წინ ტაშკენტის ქუჩაზე, ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×