რეზონანსი
23.09.2023

მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა,

იგი პრემიერ-მინისტრის გაეროს 78-ე ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა.

„ყველასთვის გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო აქტივობაში, ძალისხმევაში, ზოგადად, არის უაღრესად დიდი მიშვნელობის. მით უმეტეს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაეროს მთავრი პრიორიტეტი გახლავთ, ეს ზუსტად ემთხვევა იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს აქვს. აქედან გამომდინარე, მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გარემოება ბოლო დროინდელ ქართულ პოლიტიკაში", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×