რეზონანსი
23.09.2023

1 კვირაზე მეტია, თბილისში 49 წლის ვაჟა ჯოჯიშვილს ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის ნაძალადევის რაიონში მდებარე სახლიდან პარასკევს, 15 სექტემბერს გავიდა, თუმცა იმავე დღეს ის თემქაზე, კლინიკაში გადაიყვანეს.

„შაბათს, დილით, 9 საათზე გამოუშვიათ საავადმყოფოდან. მას მერე ეძებენ. პოლიციაც ჩართულია და კვალი არ ჩანს", - ამბობს ოჯახის ახლობელი „მთავარი არხთან"

მისივე ცნობით, დაკარგული ბოლოს გუშინ, ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.

დაკარგულ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×