რეზონანსი
23.09.2023

ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს კიდევ ერთი მყარი წარმატება ობიექტურ ფაქტებში და არა სუბიექტურ აღქმებში.

ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა.

ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატოს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.

მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიაში „მიუკერძოებელი სასამართლო" ვუსწრებთ ევროკავშირის 4 წევრსა და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს იმ პირობებში, როცა კანდიდატის სტატუსიც კი არ გვაქვს", - წერს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×