რეზონანსი
22.09.2023

გლდანში დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა", - აცხადებენ შსს-ში.

გლდანში ხმაურია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოში მათ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ საკრებულოში დღევანდელ პოლიტიკურ დაძაბულობასა და კონფლიქტს „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან. ადგილზე იმყოფებოდა ნიკა მელიაც, რომელიც ტერიტორიას განარიდეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×