რეზონანსი
22.09.2023

მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს იმაზე, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ააგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს ოპოზიცია. რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ. იქვე იგრძნობა, ისე გოიმურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაც მითითებებს აძლევენ ერთმანეთს და დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული. როგორც ჩანს რაღაცას მოაწყობენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. არ აინტერესებს ამ ხალხს არანაირი თემა. ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და ნატოს წყალქვეშა ნავები უნდა განვათავსოთ იქო, რომან გოცირიძე ლაპარაკობს. არასერიოზული ხალხია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს იმაზე, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ააგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს. ის სპექტაკლი, რაც დღეს უნდა მოაწყონ, აი, ამ ამორალურობის ხარისხის პიკს აღწევს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კი შეუძლიათ თავისი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იზრუნონ",- აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×