ერევანში, მთავრობის შენობასთან ვითარება დაძაბულია, მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, შენობაში შეჭრას ცდილობენ.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი - ჰოსპიტალიზებულია.
სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს.
ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს.
გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო”.
ამასთან, აზერებაიჯანულმა მხარემ სომხურ დაჯგუფებებს უარაღის დაყრისა და თეთრი დროშის აღმართვისაკენ მოუწოდა.