რეზონანსი
19.09.2023

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ, თბი­ლის­ში. დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის დროს ბი­ნა­ში, სი­დედ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და კი­დევ ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით არის ჩა­დე­ნი­ლი. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ის ამ­ჟა­მად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლია. ის შსს-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და - გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო, წო­დე­ბით ოფი­ცე­რი.

"გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლი 55 წლამ­დე იქ­ნე­ბა. ვიც­ნობ­დით, რო­გორც კარგ თა­ნამ­შრო­მელს და გა­მომ­ძი­ე­ბელს, მომ­ხდა­რით გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მისი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მოკ­ლუ­ლი ვე­რი­კო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო. მას ქა­დე­იშ­ვილ­თან 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, შოკ­ში ვარ და ვერ ამიხ­სნია რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ამ­ბა­ვი. ვე­რი­კო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. შვი­ლებ­ზე სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი დედა. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე. რო­გორც ვიცი, ის მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შო­რე­ბუ­ლი არ იყო. იქვე წინა კორ­პუს­ში ცხოვ­რობს მისი ქმა­რი. სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, იქ ცხოვ­რობ­და ვე­რი­კოს დედა.

ბინა ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი. მას ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ სხვე­ბის­გან ვიცი რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ვე­რი­კო დე­დი­სერ­თაა. სახ­ლში რა მოხ­და გუ­შინ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ორი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ეზ­რდე­ბათ. მა­მას­თან ბავ­შვებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ცოლ-ქმარს შო­რის რო­გორც ჩანს იყო უთან­ხმო­ე­ბა, მაგ­რამ მი­ზე­ზი არ ვიცი. სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია და ყვე­ლას იმას ვე­კი­თხე­ბი რა­ტომ უნდა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ტრა­გე­დია, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გვაქვს" - გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: „ამბები ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×