რეზონანსი
25.06.2023

ახალციხის სოფელ სვირში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფება მერის წარმომადგენელი, სოსო მჭედლიშვილი. მისი თქმით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

"სახანძრო თავის დროზე მოვიდა, არავინ არ დაშავებულია, სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა ცეცხლი და ჭერი დაიწვა," - ამბობს მჭედლიშვილი "სამხრეთის კარიბჭესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×