
ბრიტანულმა RAF-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა ესტონეთში მისიის დროს, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, NATO-ს საზღვრებთან 21 რუსული თვითმფრინავი შეაჩერეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულ თვითმფრინავებს შორისაა საბრძოლო, სატრანსპორტო და სადაზვერვო ინფორმაციის შემგროვებელი თვითმფრინავები, ასევე Tu-22M-ის შორი მანძილის ბომბდამშენები.
"ეს ინფორმაცია არის კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების ღირებულების მორიგი მკაფიო შეხსენება, რასაც ნატო ახორციელებს. სამეფო საჰაერო ძალები მოკავშირეებთან ერთად სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა უზრუნველეყო წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების დაცვა. მათ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში ჩვენს მუდმივ მხარდაჭერაში, მათთან ერთად, ვინც იაზრებს ჩვენს ღირებულებებს", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა.
ბრიტანული თვითმფრინავები ესტონეთში აგვისტომდე დარჩებიან და მათ ესპანეთის სამხედრო თვითმფრინავები ჩაანაცვლებენ.
ესტონეთში ყოფნისას RAF-მა მონაწილეობა მიიღო NATO-ს სამხედრო წვრთნებში, მათ შორის, Air Defender 2023-ში, რომელსაც ბრიტანეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საჰაერო წვრთნებს უწოდებს.
წვრთნებში NATO-ს 25 წევრის 250 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. მასში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის იაპონიამ და შვედეთმა, ასევე წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა.
საქართველომ წელს უმნიშვნელოვანეს წვრთნებში მონაწილეობა არ მიიღო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "ვერავინ უნდა ხედავდეს პრობლემას" იმაში, რომ წელს საქართველო Defender 2023-ში არ მონაწილეობს.