რეზონანსი
25.06.2023

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ქმედებებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპული მომავლის მტრები არიან.

„ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიდიოდა, დარბოდნენ კაბინეტებში, რომ არ მიეღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. იგივე იყო ასოცირების გაფორმების დროს და იგივე ხდება დღეს. საქართველო მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, თუ მართლა რომელიმე ქვეყანას აქვს კარგი მაჩვენებლები, წინ გადადგმული ნაბიჯები, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, საუკეთესო იყო და თავადვე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. გასაგებია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და მოგვცეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა. ამ 12-პუნქტიან გეგმასაც ვასრულებთ ზედმიწევნით, რომ ვინმეს სალაპარაკო არ დარჩეს. დაველოდებით დეკემბერს. მინდა, მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ არ დაიჩაგრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა", - აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×