რეზონანსი
08.06.2023

როგორც „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, ოპოზიციამ ცოტა ხანს ხელისუფლება გვერდზე უნდა გადავდოთ, დავივიწყოთ და გავერკვეთ, ოპოზიციის შიგნით რა ხდება.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციამ არ იცის, რაზე შეიძლება შეთანხმდეს, მაშინ თავისი დეზორგანიზებულობით „ქართული ოცნების" მთავარი დამხმარე ქართული ოპოზიცია გამოდის.

„ოპოზიციაში არანაირი სტრატეგია არ არსებობს. მე ერთადერთი ის ვიცი, რომ საჭიროა გულწრფელი ლაპარაკის დაწყება. ოპოზიციამ ცოტა ხანს ხელისუფლება გვერდზე გადავდოთ, ცოტა ხანს დავივიწყოთ და გავერკვეთ, ოპოზიციის შიგნით რა ხდება. ისეა აფუთფუთებული სიტუაცია, რომ მე მგონი, ეს პროცესი დაწყებულია. უახლოეს მომავალში, ალბათ, ეს ამბავი გამოჩნდება იმიტომ, რომ პოლიტიკოსები იძახიან, რომ „ახლა დაჯგუფების გარეშე შეუძლებელია, ასე უნდა დავჯგუფდეთ, ისე უნდა დავჯგუფდეთ". ჩვენი წინადადება იყო და არის, რომ მოდი, ჯერ დავიწყოთ ლაპარაკი, გავიგოთ ვის რა გვინდა. თუ ჩვენი სურვილები დაემთხვევა, მერე შეიძლება ამომრჩევლისთვის ბუნებრივი და გასაგები იყოს ვინ ვისთან ჯგუფდება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ყველა ყველას ლანძღავს, ყველა ყველასთან დაპირისპირებულია, ასეთი მძიმე წინაისტორია გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობის, პირველი ნაბიჯი არის, რომ ნდობა უნდა აღდგეს და ნდობის აღდგენა ლაპარაკის გარეშე წარმოუდგენელი მეჩვენება.

ოპოზიციას რაზე აქვს უნარი, რომ შეთანხმდეს თუ ჩვენ ეს არ ვიცით, მაშინ ფაქტობრივად „ქართული ოცნების" მთავარი დამხმარე გამოდის ქართული ოპოზიცია ამ თავისი დეზორგანიზებული მდგომარეობით, უშინაარსობით, უინტერესობით და არასანდოობით, ამომრჩეველს, რომელსაც „ოცნება" კარგავს, ტოვებს გადაუწყვეტელში, ვაკუუმში", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×