რეზონანსი
08.06.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე ნატოს ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარ ჯარს არ შეიყვანენ.

მანამდე ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ვარაუდი გამოთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერ მიიღებს, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა უკრაინაში საკუთარი ჯარები გაგზავნოს.

„უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო სახელმწიფოები არ გაგზავნიან ჯარს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი", - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, უკრაინული ბრიგადები ნატოს სხვა ქვეყნებში განლაგდებიან და დაიცავენ მათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×