რეზონანსი
08.06.2023

თითოეული შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ძალიან მკაფიო და ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უპრეცედენტო დინამიკაა, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამედ ხვდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში გვაქვს უპრეცედენტო დინამიკა, ეს არის ბოლო 10 თვის განმავლობაში უკვე რიგით მესამე შეხვედრა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ თითოეული შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოხატავს ძალიან მკაფიო და ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნული შეხვედრა, რომელიც ხვალ შედგება, კიდევ ერთხელ დამატებითი იმპულსი და ძალისხმევის მობილიზება იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გამოწვევების განსახილველად, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შესაფასებლად და რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად",- აღნიშნა ლევან იზორიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×