რეზონანსი
08.06.2023

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველო არათუ ვინმეს ეხმარება სანქციებისაგან გვერდის ავლაში, არამედ პირით, სანქციების აღსრულებაში ეხმარება.

„ადრეც ყოფილა გარკვეული საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა საქართველო ეხმარებოდა ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში. საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არც ერთ ფაქტი არ დადასტურებულა, მათ შორის ამერიკულმა მხარემაც კი გააკეთა შემდგომში ამაზე კომენტარი და შესაბამისად, რაიმე სახის მანიპულაცია, რომ საქართველო ვინმეს შეიძლება ეხმარებოდეს სანქციების გვერდის ავლაში, ამაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. გამორიცხულია, რომ საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ, რომ საქართველო არათუ ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არამედ პირიქით, ეხმარება აღსრულებაში და ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×