რეზონანსი
07.06.2023

საპარლამეტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით ოპოზიცის წარმომადგენლები ცდილობენ, ფორმალურად, თუ არაფორმალურად დისტანცირება მოახერხონ „ნაციონალურ მოძრაობასთან".

„მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა, თითქოს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაშია", ბუნებრივია, ამას ოპოზიციის მხრიდან ყველა პოზიტიურად არ გამოეხმაურებოდა. კარგად ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" რეალურად იმდენად დაზიანებული და მანკიერი რეპუტაცია აქვს, რომ მას შეუძლია, ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშოს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, ვინც კი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებულად იქცეს. ამას კარგად ხვდებიან და ცდილობენ, ფორმალურად, თუ არაფორმალურად, მაგრამ დისტანცირება მოახერხონ „ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს არ ნიშნავს, რომ კულუარული თანამშრომლობა გამორიცხული აქვთ, თუნდაც ასეთ პოლიტიკურ პარტიებს.

რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გასაღების ძიება გრძელდება და ახლა ცდილობენ, გასაღები მონახონ მესამე ძალის აბსტრაქტულ იდეაში, არ მგონია, რომ ეს მართებული გათვლა იყო. ფაქტია, რომ რეალობა არის ის, რაც არის ოპოზიციასთან მიმართებით. მათ აქვთ გარკვეული შესაძლებლობები, რაც არის მკაცრად ლიმიტირებული. იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ამ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ, ვერც ერთი გაერთიანებით და ვერც ერთი დაშლით, გადანაწილებით და გადაჯგუფებით ვერ შექმნიან. დიდი იმედების დამყარების საფუძველი და შესაძლებლობა მათ არ აქვთ. გამიჭირდება თქმა, როგორი იქნება კონფიგურაცია, ვინ გამოეხმაურება პოზიტიურად, ვინ ფორმალურად ან არაფორმალურად გაეერთიანდება, მაგრამ როგორც არ უნდა გადალაგდნენ, რეალურად ეს რეზულტატზე მაინც და მაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს, შეუძლებელია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა". ამასთან, „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერემა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×