რეზონანსი
05.06.2023

ჩვენი სამი ქვეყანა - ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი და ავსტრია - ევროპაში საქართველოს საუკეთესო მეგობრებს შორისაა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში წევრობას, - ამის შესახებ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა ადამოვამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჩეხეთი და სლოვაკეთი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები არიან, ხოლო სამხედრო ალიანსის წევრი ავსტრია არაა.

როგორც პეკაროვა ადამოვამ აღნიშნა, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოსადმი ამ მხარდაჭერის დადასტურება.

„საქართველო ევროპის ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია", - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

პეკაროვა ადამოვას თქმითვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია.

„ჩვენ ასევე გვინდა ძლიერი სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაცია და რუსეთის მიერ ე.წ. „სახელმწიფოების" შექმნა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა - სქემა, რომელიც რუსეთმა გამოიყენა აქ და სხვა სუვერენულ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა", - აღნიშნა პეკაროვა ადამოვამ.

როგორც ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მხოლოდ გაერთიანებულ დემოკრატიულ ქვეყნებს შეუძლიათ შეაჩერონ პუტინის იმპერიული ამბიციები.

„ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ რუსეთის საფრთხის წინაშე. ევროკავშირი და ნატოს ქვეყნები ახლა უფრო ერთიანები არიან, ვიდრე ოდესმე. პუტინი ვერასდროს შეძლებს ჩვენს გაყოფას. ჩვენ გვჭირდება სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორიც საქართველოა, რომ მტკიცედ დარჩნენ ჩვენს რიგებში. მხოლოდ გაერთიანებულ დემოკრატიულ ქვეყნებს შეუძლიათ შეაჩერონ პუტინის იმპერიული ამბიციები", - აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, პეკაროვა ადამოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთი საქართველოს ახლო მეგობარია და ისინი საქართველოს განვითარებაში ეხმარებიან. მისივე თქმით, ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს ძირითადად ენერგეტიკის სფეროში დებენ. ამასთან, როგორც ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩეხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობა მუდმივად იზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×