რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება. ანალიზი აჩვენებს, რომ ორმხრივ ურთიერთობაში დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის წამგებიანი აღმოჩნდება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის რუსეთთან სავიზო პოლიტიკაზე საუბრისას.
ვოლსკის თქმით, „ასაწონია მოსალოდნელი საფრთხეები, დაპირისპირების რა ხარისხში შეიძლება შევიდეს პატარა, დაუცველი ქვეყანა აგრესიული ხასიათის ჩრდილოელ მეზობელთან".
„სავიზო პოლიტიკის ცალკე განხილვა არ შეიძლება - აქ მთელი პაკეტია. ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ ისეთი რეჟიმის დაწესება, რომელიც არ გქონია, არის გარკვეული სანქცია. ჩვენთვის მთავარია ინდიკატორი, რომელიც საოკუპაციო კანონმდებლობის დარღვევას ეხება. მესაზღვრე აქედან გამომდინარე მსჯელობს, როცა ადამიანს ატარებს.
არსებობს პროფესიონალური უსაფრთხოების სამსახურის რესურსი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თემას რაიმე დაუპირისპირდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.