რეზონანსი
04.06.2023

ახალციხის  სოფელ  წყალთბილაში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით  ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა.

დადასტურებიდან ორ დღეში, პირველ ივნისს პაციენტი გარდაიცვალა.

3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში 8 ადამიანი დაავადდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×