„რუსული არმია საკუთარ თავს არ ღალატობს: სასაზღვრო ტერიტორიების მოსახლეობა მათ საერთოდ არ ადარდებთ. დღეისთვის ისინი შებეკინოს არ აკონტროლებენ. ხალხი მასობრივად მიდის, მათ დერეფანს აძლევენ, მაგრამ ამ დერეფნების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ. ქალაქში მაროდიორები თარეშობენ და ქაოსი ხდება", - განაცხადა „რუსული მოხალისეთა კორპუსის" წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რუსული არმია საზღვართან მდებარე სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებს ავიაციის, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის მეშვეობით ბომბავს.
„მთლიანობაში, ჩვეულებრივ მოქმედებენ, არანაირი სიურპრიზი არ არის. მოსახლეობა საერთოდ არ ადარდებთ", - აღნიშნა ალექსანდრ „ფორტუნამ".
მისივე თქმით, ბელგოროდის ოლქის იმ ტერიტორიების მაცხოვრებლებს, სადაც საბრძოლო ქმედებები გრძელდება, მოხალისეები მზად არიან უკრაინის უსაფრთხო ტერიტორიაზე ევაკუაციაში დაეხმარონ.