რეზონანსი
03.06.2023

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"ამინდი თანდათან იძენს ზაფხულის ფორმას, ბოლო დღეებია, მაქსიმალური ტემპერატურა, სტაბილურად, ყველგან +25 C-ზე მაღალია.

ისევე როგორც გასულ კვირაში, ახლაც, ამინდს სუბტროპიკული ქედის გავლენა განსაზღვრავს, თავად სახელი იმაზე მეტყველებს, რომ წინ თბილი დღეები გველოდება, რასაც ზოგან შეიძლება თან ახლდეს ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმა, მხოლოდ საღამოს საათებში.

შეგიძლიათ გაირუჯოთ ან გაატაროთ დრო ბუნებაში, მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი და გადაბმული წვიმა მოსალოდნელი არსად არ არის.

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება, ასევე დათბება ღამითაც.

გისურვებთ სასიამოვნო დღეებს" - მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×