რეზონანსი
03.06.2023

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. ჰედლანების ეპოქაში - როდესაც ადამიანები კითხულობენ ჰედლაინს და მერე არ უღრმავდებიან იმის უღრმავდებიან, მის უკან რა არის და კონკრეტულად, რა კონტექსტში იყო ესა თუ ის წინადადება ან მოსაზრება, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„{ირაკლი ღარიბაშვილის}შემდეგ იგივე გაიმეორა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმაც. დღეს მაგალითად ზელენსკიმ თქვა, რომ, თუ უკრაინას კონკრეტულ ხელშესახებს არ მისცემენ ნატოს სამიტზე, მაშინ იქ საერთოდ არაფერი გვესაქმებაო. ახლა წარმოიდგინეთ, რომელიმე ჩვენგანს იგივე რომ ეთქვა - სახეს დაიხოკავდნენ როგორც შიდა ოპონენტები, ისევე გარე ოპონენტები და იტყოდნენ, რომ აი, საქართველო უარს ამბობს თურმე ნატოში გაწევრიანებაზე. ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს - ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში, ვიყოთ დასავლური ბანაკის წევრი და ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფოები", - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×