რეზონანსი
02.06.2023

ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ოპოზიცია რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებს და პროცესს მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად იყენებს.

„ჩვენი ბევრი პარტნიორი და კოლეგა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საქართველოს არსებით პროგრესს ხედავს და ბევრი პოზიტიური გამოხმაურებაა, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ. საქართველოს ნამდვილად არ ჰქონდა პრობლემური საკითხები შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს.

„საქართველი მთელი ათწლეულების მანძილზე იყო გამორჩეული ლიდერი ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თვალსაზრისით და ასევე ექნება ქვეყანას გაცილებით უკეთესი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. თუმცა რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ უნდა მიიღოს. ფაქტობრივად, ოპოზიციას ეს საკითხი იარაღად აქვს, რეალურად კი, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსიანი პოლიტიკა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ამ თემაზე არიან გამოკიდებული. ვხედავთ, რომ მათი მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები ხდება და თავად რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერს აკეთებენ, ამ პროცესს მაღალი პოლარიზაციის მისაღწევად იყენებენ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×