რეზონანსი
01.06.2023

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის არა მხოლოდ ისტორიული არჩევანის, ქართველი ხალხის სურვილის გამო, არამედ პროგრესის, გადადგმული ნაბიჯებისთვის.

მისივე თქმით, უსამართლობა იყო, რომ ერთი წლის წინ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, რაც უნდა გამოსწორდეს და ქვეყანამ მიიღოს ის ცენზი, სტატუსი, რაც ეკუთვნის.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, ახლა ჯერი ევროპელ კოლეგებზეა.

„ყველა ტრიბუნის, ყველა რესურსისა და ფორუმის გამოყენება ხდება, რათა განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს და საქართველომ სრულიად სამართლიანად მიიღოს სტატუსი, რომელიც ეკუთვნის. სტატუსი ეკუთვნის არა მხოლოდ ისტორიული არჩევანის, არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილის გამო, არამედ იმ პროგრესის, გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის მიღმაც, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ძალიან მკაფიოდ იყო ასახული. სამეულში - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ევროკომისიის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილს იკავებდა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების კუთხით. საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ამას არა მხოლოდ კერძო საუბრებში, არამედ ოფიციალურ განცხადებებშიც გარკვეულწილად აღიარებენ ევროპელი კოლეგები. ჯერი ახლა ნამდვილად მათზეა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×