რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთი აქტიურად უბიძგებს მოლდოვას მონაწილეობა მიიღოს უკრაინის კონფლიქტში.
ამ თემაზე მან დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ხელმძღვანელების შეხვედრაზე.
"უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომისა და ბელარუსის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების პლაცდარმი გახდა. დასავლელები აქტიურად უბიძგებენ მოლდოვას უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობაში, უბიძგებენ მას ძალით გაასუფთაოს დნესტრისპირეთი", - თქვა მან.
რუსეთის FSB-ის ხელმძღვანელმა ნატო დაადანაშაულა და თქვა, რომ ალიანსი კოორდინაციას უწევს "კიევის რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებებისა და სპეცსამსახურების დივერსიულ და ტერორისტულ ქმედებებს".
მარტში აღმოჩენილმა საიდუმლო დოკუმენტებმა ცხადყო, რომ FSB-ს ჰქონდა დეტალური გეგმა მოლდოვას დესტაბილიზაციისა და ნატოში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერით და ბუნებრივი აირის მიწოდების კონტროლით.