რეზონანსი
01.06.2023

ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი წევრების მიღებაზე, რომლებიც ომში არიან", - განუცხადა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოსლოში გამართული შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია ნატო-ს ლიდერების ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შეთანხმებას კიევთან ურთიერთობების გაძლიერების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×