რეზონანსი
01.06.2023

გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება, „ნაციონალური მოძრაობის" ნირია და ამას ვერ იცვლიან, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრების დაპირისპირებას გამოეხმაურა.

სპიკერის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის არსებობა მნიშვნელოვანია დროის კუთხით და ოპოზიციის ნაწილი ხაზს დაფინანსების ნაწილს უსვამს, მაგრამ დაფინანსება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც დრო, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ისინი იყენებენ.

„ასევე არის დელეგაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა. გუშინ პლენარულ სხდომაზე ადამიანები ვიხილეთ, ვინც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ. ხატია დეკანოიძე ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მას და ახალ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას არა მხოლოდ უსიამოვნო დიალოგი ჰქონდათ, არამედ ეს იყო ადამიანურ, ეთიკურ სტანდარტებს მიღმა. ეს არის ზუსტად "ნაციონალური მოძრაობა" - ვინც მათთან ერთად არ არის, არათუ მათი მოწინააღმდეგეა, არამედ მტერია. გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×