რეზონანსი
01.06.2023

კითხვაზე, თუ რამდენია რუსეთთან სახელმწიფო საზღვარი და რატომ ითვლის საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო საზღვარს ისე, როგორც რუსეთი, კალაძე პასუხობს, რომ თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს "ნაციონალური მოძრაობაა" - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ყველაზე მთავარი, რაც "ქართული ოცნების" წევრებს ამოძრავებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება აფხაზ და ოს ძმებთან თანაცხოვრება.

"თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე, ეს არის ის თქვენი პოლიტიკური პარტიები, რომელზეც ახლა მესაუბრებოდით და რომლებიც ვითომ აღშფოთებულები არიან. მათ უთხრეს, რომ უნდა იყვნენ აღშფოთებულები და გაბრაზებულები. რეალურად, მათ არ აქვთ უფლება, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, ვისი უგუნური პოლიტიკის გამო, ჩვენ დავკარგეთ 2008 წელს ტერიტორიები, სოფლები, დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი ჩვენი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ეს გამოწვეული იყო მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ერთ რამეს გარწმუნებთ, "ქართული ოცნება" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წლის უბედურება ქვეყანას თავს არ დაატყდებოდა," - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×