რეზონანსი
01.06.2023

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება, სიონის საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მამა შიო აღავლენს.

მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით ვაზის ჯვრით ხელში შემოვიდა. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება. დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა და გარეჯობაც აღინიშნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×