რეზონანსი
31.05.2023

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი დღე-დღე­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, თურ­ქულ კლი­ნი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ახლა მხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გვი­თხრა, სო­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლია, თუმ­ცა დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვი­ნა­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლად საკ­ვე­ბი.

AMBEBI.GE სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გო­ბარ პო­ლი­ტი­კოსს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და.

"სო­სოს­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს. თვე­ე­ბია, ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვიდ­რე თვე­ე­ბის წინ იყო. სოსო ამ ხნის მან­ძილ­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რი ვი­ტა­მი­ნი­ზი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით იკ­ვე­ბე­ბა, ისე­თით, რა­საც ორ­გა­ნიზ­მი აი­ტანს. თურ­ქულ მხა­რეს­თან, ფაქ­ტობ­რიბ­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბა, გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ყვე­ლა კვლე­ვა, კატე, ანა­ლი­ზე­ბი, მას გა­ა­კე­თე­ბი­ნეს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რათა უშუ­ა­ლოდ მოხ­დეს ჩა­რე­ვა იმ ად­გი­ლებ­ში, რაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია (მთლი­ა­ნად ორ­გა­ნიზ­მის „და­ბომბვა" რომ არ მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბით). სოსო დღე-დღე­ზე წავა თურ­ქეთ­ში და გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც ეუბ­ნე­ბი­ან, 5 ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პის შემ­დეგ შე­ის­ვე­ნებს და როცა 5 ეტა­პი დას­რულ­დე­ბა, გა­და­უ­ღე­ბენ კა­ტეს, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა რა ფორ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა. იმე­დია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

სო­სოს 4-5 თვეა, რაც მკურ­ნა­ლობს ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში. ადრე მას ჰქონ­და კუ­ჭის პრობ­ლე­მა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­კე­თა ოპე­რა­ცია, პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობ­და, იკე­თებ­და კვლე­ვებს და არ­სად ჩან­და, რომ ამას გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა. 5 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­სივ­ნე აქვს. რაც მთა­ვა­რია, სოსო მხნედ და იმე­დი­ა­ნა­დაა, ექი­მე­ბის რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს იზი­ა­რებს და გან­წყო­ბი­ლია, ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს და სენი და­ა­მარ­ცხოს. ამ დროს გან­წყო­ბა­საც ხომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ძალა აქვს. ახ­ლობ­ლე­ბი რი­თაც შეგ­ვიძ­ლია, გვერ­დით ვუდ­გა­ვართ.

მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ზუს­ტად არა­ვინ იცის, მაგ­რამ, მკურ­ნა­ლო­ბას სა­დღაც 100-150 ათა­სი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა. სო­სოს სა­ახ­ლობ­ლო ამო­უდ­გა გვერ­დში, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. და­ნარ­ჩე­ნი, კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო და იმე­დი გვაქვს, ესეც გა­მოჩ­ნდე­ბა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად დრო­უ­ლად მოხ­დე­ბა თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია. თა­ვი­დან მძი­მედ იყო, ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ამ დღე­ებ­ში შე­და­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­და. მთა­ვა­რია, რო­გორც აი­მე­დე­ბენ, შე­დე­გი იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი და მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ და­ე­მუქ­რე­ბა. ექი­მე­ბი სო­სოს აი­მე­დე­ბენ, რომ ამ სენს და­ა­მარ­ცხებს და წლე­ბის მან­ძილ­ზე კარ­გად იქ­ნე­ბა, ჩვენც, მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბიც ამას ვი­მე­დოვ­ნებთ, სო­სოს უფა­ლი და­ეხ­მა­რე­ბა".

წყარო: „AMBEBI.GE "

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×