რეზონანსი
31.05.2023

როგორც „ხალხის ძალის" წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, რადიო „ფორტუნას" ეთერში ისაუბრა, სამწუხაროდ, რაღაც მახინჯი დამოკიდებულებაა (უკაცრავად ამ სიტყვაზე) ქართულ პოლიტიკაში - როდესაც შენი ქვეყნის ლიდერი საუბრობს ერთს, ამაზე შეგიძლია კუდი მოაბა და ინსინუაციურად ააგო კამპანია და როდესაც საერთაშორისო აქტორი ამბობს იმავეს, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რადიკალურ ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს, სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის განცხადება მონათლეს რუსულ ნარატივად.

„პირველ რიგში, როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, რომ ხელისუფლება რამე ნიადაგს ამზადებს, აქვე ალბათ ჟურნალისტების მხრიდან უნდა დაისვას კომპეტენტური შეკითხვა - რას ნიშნავს ნიადაგის მომზადება? და როგორ მზადდება ეს ნიადაგი იურიდიული თვალსაზრისით? ცოტა სასაცილოა ასეთი თემებით მანიპულაცია და ზოგადად ასეთი თემების გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესით. არ დაგვავიწყდეს, თუნდაც როდესაც ვსაუბრობთ დღევანდელ ხელისუფლებაზე და მმართველ პარტიაზე, ზუსტად მმართველი პარტიის ინიციატივა და ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯი იყო ის, რომ ევროსტრუქტურებში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისწრაფება კონსტიტუციურად გაიწერა, აქედან გამომდინარე კონსტიტუციურად გაწერილი კონკრეტული ნორმა და აქტისთვის მომზადება ნიადაგის, რომ რაიმე შეიცვალოს ცოტა სასაცილოა. მეტი კონკრეტიკაა საჭირო, თუმცა ჩვენ კონკრეტიკაზე შეიძლება დავუწყოთ ცოტა კომპეტენტურ პოლიტიკოსებს საუბარი. ახლა როგორიც გახარიაა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათთვის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგია მთავარი და მცდელობაა, რომ თითქოს პოლიტიკურ ძლიერ აქტორებს წარმოადგენენ, - ეს უფროა. აქედან გამომდინარეა ეს ინსინუაციური დამოკიდებულება.

რეალურად, რა თქვა პრემიერმა განსხვავებული, რასაც არ ამბობს თუნდაც, საერთაშორისო სექტორები. მაგალითად, დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენს ვუსმენდი და იგივე განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, - რომ კონკრეტულად ევროსტრუქტურებისკენ მისწრაფების გამო დასაჯა უკრაინა რუსეთმა და ამან გამოიწვია ომი. იგივე განაცხადა, ბატონმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა - ნატოსკენ მისწრაფების გამო შეიჭრა უკრაინაში რუსეთი. დიახ, ამისათვის 2008 წელს დავისაჯეთ ჩვენც. ზოგადად, ეს არის გეოპოლიტიკური კონტექსტი. სამწუხაროდ, რაღაც მახინჯი დამოკიდებულებაა (უკაცრავად ამ სიტყვაზე) ქართულ პოლიტიკაში - როდესაც შენი ქვეყნის ლიდერი საუბრობს ერთს, ამაზე შეგიძლია კუდი მოაბა და ინსინუაციურად ააგო კამპანია და როდესაც საერთაშორისო აქტორი ამბობს იმავეს, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ანუ რა გამოდის, ვთქვათ, თუ საუბრობენ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა კრემლის ნარატივი, როგორ გამოდის, ზელენსკი როდესაც საუბრობს იმავეს, ფონ დერ ლაიენი, ბორელი, რომის პაპსაც იგივე განცხადება აქვს გაკეთებული, ყველა კრემლის ნარატივს აჟღერებს? აი ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ მოდის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან - მათ კომპეტენტური, პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა არ შეუძლიათ. ცდილობენ ასეთი მარტივი ინსინუაციური და პროვოკაციული მეთოდებით რამენაირად პოლიტიკური ქულა დაიწერონ, მეორე საკითხია იწერენ თუ არა", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×