რეზონანსი
31.05.2023

დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

"ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ.

დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა.

მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, საქართველოს ევროპულ მოწოდებაში თქვენი რწმენისთვის", - წერს მეცოლა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლამდე შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცლოლასთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×