რეზონანსი
31.05.2023

ბრაზილიაში მოკლული მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. როგორც მისი ოჯახის ახლობლები "მთავარ არხთან" ჰყვებიან, საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა.

რამდენიმე საათის წინ ბრაზილიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ის გემის ინჟინერი იყო.

მედია წერს, რომ ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავე.

მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 41 წლის უო­ლას დე ოლი­ვე­ი­რა გო­მე­სი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით ამო­იც­ნეს. ის ძარ­ცვი­სა და მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა პო­ლი­ცი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, უო­ლე­სი და ილია სას­ტუმ­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის ორ სა­ათ­ზე შე­ვიდ­ნენ, დი­ლის ექ­ვსი სა­ა­თის­თვის კი შე­ნო­ბა მხო­ლოდ ერ­თმა ­კაც­მა და­ტო­ვა.

მას შემ­დეგ, რაც მე­ო­რე ადამიანმა სას­ტუმ­რო­დან გას­ვლა და­აგ­ვი­ა­ნა, თა­ნამ­შრო­მელს ეჭვი გა­უჩ­ნდა და ოთა­ხის შე­სა­მოწ­მებ­ლად შე­ვი­და. იქ კი ცხე­და­რი დახ­ვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×