რეზონანსი
31.05.2023

მეტად როგორღა უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა". პარტიას ისეთი ფორმალური თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომელიც არის კომიკოსი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში" წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მხარდაჭერა ეს არის პოლიტიკური ჯგუფების შექმნის გამარტივების სურვილი, თუ „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დაშლის ცდუნება.

„მეტად როგორღა უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა". პარტიას ისეთი ფორმალური თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომელიც არის კომიკოსი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს პარტიაში მისი წონა, ან ავტორიტეტი. ეს ხომ ყველასთვის არის ცნობილი და ცხადზე ცხადია. ამის იქით პარტია როგორ უნდა დაეშვას. რა ფსკერი უნდა იყოს იმის იქით, რომ ეს რეალობა ვინმესთვის შეუმჩნეველი იყოს. ის პროცესები, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიდის, მე ვფიქრობ, რომ ხელის გულზეა. თქვენ წარმოიდგინეთ და კიდევ უფრო მეტად გასაოცარი იყო, როდესაც ეს ადამიანები [„ნაცმოძრაობის" დეპუტატები] ამ ყოფილ მეგობრებს [დეკანოიძე-გოცირიძეს], თუ არ ვიცი რა დავარქვა, როგორ ესხმოდნენ თავს და მთელი ეს ორი დღე სასესიო დარბაზში ჩვენ ვიხილეთ მორიგჯერ „ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე. ეს ადამიანები არიან მოძალადეები, ბულინგის ავანგარდში მყოფები და თანაგუნდელებს არ ზოგავენ. თქვენ ნახეთ როგორი ტერორი მოუწყვეს ამ ორ ადამიანს და ეს არ არის ერთეული შემთხვევები. ჩვენ თუ გავიხსენებთ როგორ ექცეოდნენ თავიანთი პარტიიდან გასულ პირებს, კარგად დაინახავთ „ნაციონალური მოძრაობის" ბუნებას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე დემოკრატიაზე, ხალხის ინტერესებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და წყლის ნაყვა", - განაცხადა ღუდუშაურმა.

უმრავლესობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები, წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×