რეზონანსი
31.05.2023

მე მინდა გთხოვოთ საქართველოს წევრობა, როგორც ოჯახის წევრი გთხოვთ აღიარებას, მხარდაჭერას -12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი გატარდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება მომდევნო თვეებში, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ აპატიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იდეალური არაა, თუმცა ამ ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია.

„რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი? დღეს ჩემი სიტყვა იყო იმისკენ მიმართული, რომ ამეხსნა ჩვენი ევროპული იდენტობა, შემეხსენებინა, რომ ქართველმა ხალხმა გაიღო მსხვერპლი რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე და მესაუბრა იმ საკითხებზე, რა მიმართულებითაც მუშაობდა საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა. მე მინდა გთხოვოთ საქართველოს წევრობა, როგორც ოჯახის წევრი გთხოვთ აღიარებას, მხარდაჭერას...კანდიდატის სტატუსი ნიშნავს აღიარებას, აღიარებას ჩვენი დაუღალავი ბრძოლისა ევროპული იდენტობისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენი ხარვეზები და სისუსტეები. არ გვინდა, რომ ამან გადაფაროს ჩვენი მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს გასული 30 წლის განმავლობაში და ეს არის მხოლოდ ერთი თაობა. ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართულებით, ჩვენ იდეალურები არ ვართ, შორს ვართ აქედან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩემი დაუღალავი გზავნილები მთავრობის მიმართ იყო, რომ მოესმინათ ხალხისთვის, თავიანთი ხალხისთვის და ერთგული დარჩენილიყვნენ თავიანთი საარჩევნო დაპირებებისა ევროპისკენ გზაზე. 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი გატარდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება მომდევნო თვეებში, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ აპატიებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×