რეზონანსი
31.05.2023

მე ამ ორგანიზაციას [საერთაშორისო გამჭვირვალობას] ვურჩევდი, რომ სანამ სხვა პრობლემებზე იმსჯელებენ, მათ შიგნით რა პრობლემები აქვთ ამაზე იმსჯელონ. რუსული კანონი რომ დაარქვეს „აგენტების ამერიკულ კანონს" ეს ხომ არ იყო დავალების შესრულება?! როგორ მოხდა რომ კოორდინაცია იყო იმგვარი, რომ დავალებას ასრულებდა რამდენიმე ასეული ადამიანი ერთად"- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანას აზიანებენ, სჯობს, ამ პრობლემებზე ისაუბრონ.

„როგორ მიაღებინეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც საუკუნის აფერაში მონაწილეობა, რომ დაევალათ, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს დაარქვეს რუსული კანონი. როგორ დაავალეს, ვინ დაავალა, რატომ, რა მიზნით და როგორ იყო ამხელა კოორდინაცია, რომ ასეულობით ათასჯერ, მარტო ღია კვლევის შედეგებს გეუბნებით, სოციალურ ქსელში იყო სიტყვა: არა რუსულ კანონს. წარმოიდგინეთ, როგორ კოდალას ეფექტივით, ადამიანებს ქვეცნობიერში უბეჭდავდნენ ყოველ წამიერი კაკუნით რომ იტყვიან, რომ არა აგენტების კანონი, არა გამჭვირვალობის კანონი, არა ამერიკული, სიღრმეში არ უნდა შესულიყვნენ, უნდა ეთქვათ, რომ ეს არის რუსული კანონი და ამით შეეცადნენ, რომ ეს ქვეყანა აეყირავებინათ და ქაოსი მოეწყოთ. ვინ დაავალა ეს ამ ორგანიზაციას, მის ლიდერებს, რატომ დაავალა, რა მიზნით როცა რეალობა აბსოლუტურად სხვა იყო და დღემდე რატომ იმეორებენ ამას. ამ საერთო დავალების კონტექსტში, რატომ არიან კოორდინაციაში იმ ადამიანებთან, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას -ამ პრობლემებზე ისაუბრონ."- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×