
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 347,2 ათასი ტონა, რაც 13,5 ათასი ტონით ანუ 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (333,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 169,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 177,6 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 106,4 ათასი ტონა (62,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 59,1 ათასი ტონა (34,8%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 4 ათასი ტონა (2,4%);
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 296,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 48,7 ათასი ტონა - 14%; თურქმენეთი - 1,2 ათასი ტონა - 0,3%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,03%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,03%;