რეზონანსი
31.05.2023

საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება. გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, სუვერენული და თავისუფალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერით ეს ისტორიული არჩევანი ჩავწერეთ კონსტიტუციაში. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერი არის უკვე ევროკავშირზე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ყოველი გადავადება ზრდის რისკებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომლებმაც ამ 10-11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური ევროპული რეფორმები", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×