რეზონანსი
27.05.2023

ჩვენ არ დაგვიწესებია, რომ მაინც და მაინც ეს ხუთი ადამიანია, ვისაც მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ. უნივერსალურად სამართლიანი პირობა შევთავაზეთ - დაასახელეთ კანდიდატთა გარკვეული სიმრავლე და მოგვეცით საშუალება, რომ იქიდან ავარჩიოთ. ეს არ გააკეთა ოპოზიციამ, მოტივი ერთადერთია - რომ ამ პუნქტის შესრულება ჩავარდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების საკითხზე საუბრისას „ქრონიკასთან" განაცხადა.

„ამ რეკომენდაციის შესრულების მხრივ, ყველაფერი დამოკიდებულია ერთ მარტივ დეტალზე - აღმოჩნდებიან თუ არა ადამიანები, რომელთათვისაც ვიწროპარტიულზე უფრო მაღლა დგას მთელი ქვეყნის საზოგადო ინტერესი, რაც ამ პუნქტის შესრულებას გულისხმობს და ვინც არ შეუშინდება მოსალოდნელ ბულინგს, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომლებიც დესტრუქციულად არიან განწყობილები და ხელს უშლიან ქვეყანას 12 პუნქტის შესრულებაში. მე ვფიქრობ რომ არიან ოპოზიციაში ძალები, რომელთათვისაც ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დგას და უბრალოდ უნდა ეშინოდეთ მათ შორის იმის, რომ საზოგადოება რაღაც ეტაპზე მიხვდება, რომ ოპოზიცია მუშაობს დღეს იმაზე, რომ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, ეს პუნქტი ჩააგდონ.

ჩვენ არ დაგვიწესებია, რომ მაინც და მაინც ეს ხუთი ადამიანია, ვისაც მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ. უნივერსალურად სამართლიანი პირობა შევთავაზეთ - დაასახელეთ კანდიდატთა გარკვეული სიმრავლე და მოგვეცით საშუალება, რომ იქიდან ავარჩიოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 90 ხმაზე მეტით შეიძლებოდა აგვერჩია. ეს არ გააკეთა ოპოზიციამ, მოტივი ერთადერთია - რომ ამ პუნქტის შესრულება ჩავარდეს", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×