რეზონანსი
27.05.2023

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოვედით იმისთვის, რომ მას ვთხოვოთ ნიკა გვარამიას შეწყალება - ის ვერაფრით დაიძვრენს თავს და ვერ იტყვის, რომ მას ეს არ შეეძლო. მას ეს დასავლელმა პარტნიორებმა, ვისაც ხელეწიფება მოგვცეს სტატუსი, მიუთითეს! აქ უკვე ძალიან გამოიკვეთება მისი პოზიცია, ის ასრულებს დასავლელი პარტნიორების რჩევებს, თუ პირდაპირ ივანიშვილის რჩევებს ექვემდებარება, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც „მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

თაკო ჩარკვიანის განმარტებით, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად მიღებული 12 რეკომენდაცია ვერ შესრულდება, თუკი ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

„ცდა ბედის მონახევრეაო", ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ. გუშინ ძალიან კარგი სიტყვა ჰქონდა [სალომე ზურაბიშვილს]. ამ ვითარებაში მე კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ხომ უფრო კარგია, რომ ღარიბაშვილივით არ გამოჩნდა უცხოელების თვალში, მაგრამ მოქმედება არასდროს მოჰყვება ხოლმე მის სიტყვას და სიტყვას, თუ არ მოჰყვება მოქმედება მას უკვე ჩალის ფასი აქვს ხოლმე. თხოვნის გარდა ჩვენ მოთხოვნის უფლება გვაქვს. მე მას ვეტყოდი ასე, ქალბატონო სალომე, ქალბატონო პრეზიდენტო, თუ შეიძლება შეასრულეთ 12 პუნქტი, მიიღეთ მონაწილეობა 12 პუნქტში, რაც არის იმის შესრულებაში. 12 პუნქტი წერია, პოლიტპატიმრები ასე რომ ეს მხოლოდ თხოვნა არ არის.როდესაც ის ასე თამამად და კარგად საუბრობს დასავლურ ღირებულებებზე, რატომ საუბრობს? საუბრობს იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ სტატუსი და შესრულდეს 12 პუნქტი. როგორ შესრულდება 12 პუნქტი, თუ პოლიტპატიმრები გვყავს?! დღეს მოვედით აქ იმისთვის, რომ მას ვთხოვოთ ნიკა გვარამიას შეწყალება, ის გახდეს 12 პუნქტის შესრულების მონაწილე, ეს მის ხელთ არის. ის ვერაფრით დაიძვრენს თავს და ვერ იტყვის, რომ მას ეს არ შეეძლო. მას ეს დასავლელმა პარტნიორებმა, ვისაც ხელეწიფება ის, რომ ჩვენ მოგვცეს სტატუს მიუთითეს. აქ უკვე ძალიან გამოიკვეთება მისი პოზიცია ის ასრულებს დასავლელი პარტნიორების რჩევებს, თუ პირდაპირ ივანიშვილის რჩევებს ექვემდებარება", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×