რეზონანსი
27.05.2023

"ვგრძნობ საზოგადოების მხარდაჭერას და რა ჯანდაბად მინდა პარტიული თანამდებობა იმ ბრძოლაში, რომელიც ყველას ეხება?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „პალიტრანიუსს" განუცხადა.

როგორც მელიამ თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რაც დრო გადის, მით უფრო კმაყოფილია იმ შედეგით, რაც პარტიაში ჩატარებული არჩევნებით დადგა.

ამასთან, მელიამ განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობას მრავალი წელი აპირებს.

„რაც უფრო დრო გადის, მით უფრო კმაყოფილი ვარ, რომ არჩევნების შედეგები დასრულდა პარტიაში ისე, როგორც დასრულდა. ბევრად უფრო მოტივირებული, ბევრად უფრო ენერგიული, ბევრად უფრო მეტს სიმართლეს ვგრძნობ რომ არის ის, სადაც ხალხია. პარტიული პოლიტიკური თანამდებობა და პოლიტიკური ლიდერობა ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ მე ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ვცდილობ ვიაქტიურო და ეს მხოლოდ და მხოლოდ მზარდი იქნება. საზოგადოება დარწმუნდება, რომ პარტიული თანამდებობა არაფერში მჭირდებოდა და არც მჭირდება. ბევრს ჰგონია, რომ პარტიის თავმჯდომარე 8-9 წლის განმავლობაში ვიყავი, სინამდვილეში მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ვიყავი. მორალური უპირატესობა და კონტრასტული სხვაობის ჩვენების შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, ჩემი აზრით, გადამწყვეტი იქნება. მგონია, რომ ვარ იქ, სადაც სიმართლეა, მეტი შესაძლებლობა მაქვს ამ სიმართლისთვის ვიბრძოლო ახლა და არა უბრალოდ სიმართლის თაობაზე ვისაუბრო. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ რეტროსპექტივაში პირიქით, მომწონს რეალობა ისეთი, როგორიც ჩემ თავს დადგა, პერსონალურად, ეგოისტურად. სხვა საკითხია, ამით პარტიამ რა მოიგო. აბსოლუტურად სხვა პოზიცია მაქვს და საზოგადოება ამას თავად განსჯის. ვაპირებ მრავალი წელი ვიყო პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული. მჯერა, ათასობით მოქალაქის თანამოაზრე ვარ და ის მიზნები და ამოცანები, რომლის შესასრულებლადაც ამ ბრძოლაში ჩავერთე, რომ ქვეყანაში არ იყოს ოლიგარქიული წეს-წყობილება, არ იყოს ოლიგარქიული, რუსული მმართველობა, შესრულებული არ არის. მე მჯერა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოც გახდება საქართველო, მანამდე კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ, მაგრამ ისე, რომ ვერცერთი სხვა ოლიგარქი მართვის სადავეებთან ვერასდროს მოვა. ვგრძნობ საზოგადოების მხარდაჭერას და რა ჯანდაბად მინდა პარტიული თანამდებობა იმ ბრძოლაში, რომელიც ყველას ეხება?!" - განაცხადა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×