რეზონანსი
27.05.2023

ბოლო 9-10 თვეში საქართველოში ოფიციალურად რუსეთის 1052 მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, დეპუტატის კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან დღემდე (პასუხი დათარიღებულია 24 მაისით, კითხვები გაგზავნილია 26 აპრილს) ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ დასაქმებულია ჯამში უცხო ქვეყნის 1 646 მოქალაქე, აქედან 1 052 დასაქმებული ანუ 63.9% არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×