რეზონანსი
27.05.2023

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.

ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებსა და ქარხნების გენერალურ დირექტორებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირს დაუწესდა.

სანქციების სიაში შედის რუსული კომპანია "მობილური ტელესისტემებისა" და „რუსეთის რკინიგზის" სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები, მათ შორის მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა „მონოლითი", ორშას თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×