რეზონანსი
27.05.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

„რუსეთს ვიზების გაუქმებისკენ და ფრენების აღდგენისკენ მოუწოდებდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 2019 წელს. ამისკენ მოუწოდებდნენ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები 2019 წელს. ამას ეხვეწებოდა რუსეთს სააკაშვილი და მთელი მისი ხელისუფლება, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და ცალმხრივად გააუქმეს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში გადასვლა პრობლემა იყო. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მსგავსი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან არ ყოფილა - მათ მიიღეს ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაკვირვებულია იმ რეაქციით, რაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×