რეზონანსი
26.05.2023

საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია " სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმების, გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, ყველა საშუალებით უშლის ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას - იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები.  

მისი თქმით, ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს და საზოგადოების მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობა აქვს. 

"მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს  ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე, ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს.  

ცოტნე უკვე სამწელიწადნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს.  

ამიტომაც ყოველი ასეთი დღე, ჩემში უმძიმეს განცდას ტოვებს, გინდაც იყოს გარკვეული პროგრესი გამოჯანმრთელების მხრივ. ამიტომაც საჭიროა მეტი, ყოვლისმომცველი და უფრო მკვეთრი ზომების მიღება სამედიცინო კუთხით. დარწმუნებული ვარ, გიორგი და ანაც ასევე ხედავენ საკითხს.  

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, ყველანაირად ხელისშეშლის რეჟიმზეა გადართული. ლანძღვა-გინების და ცილისწამებების უწყვეტ ღვარს ვინ ჩივის: ყველა, დიახ ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას - იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები.  

ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თქვენგანისგან მხარდაჭერას! რაშიც ისინი ცოტნეს ხელს უშლიან, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ გავჩუმდებით!" - წერს კონსტანტინე გამსახურდია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×