რეზონანსი
26.05.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.

ექსპერტი იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს და აღნიშნავს, რომ ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს.

„ამ 26 მაისის „შემოქმედები", ამ სისხლიანი დღის ავტორები დღეს ბედავენ და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებენ დეკორაციებზე. აი, სწორედ ეს მარაზმია დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგი.

ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს...” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×