რეზონანსი
25.05.2023

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მოსკოვში ვიზიტთან საპატრიარქოს კავშირი არ აქვს და მათ ინფორმაციაც არ ჰქონიათ.

მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:

საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.

გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები." აცხადებს საპატრიარქო

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×